რა შეზღუდვები (არ) იხსნება და როდიდან - ცხრილი

პუბლიკა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაასახელა ვადები, თუ რომელი რეგულაცია რა პერიოდიდან შემსუბუქდება:

25 თებერვლიდან

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე, რეგულაციების სრული დაცვით;
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
  • მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.

1 მარტიდან

  • ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში მუშაობას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
  • კონფერენციები და ტრენინგები;
  • კერძო და საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას, ასევე, გამოცდების არადისტანციურ ჩატარებას;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;
  • იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან 

  • სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;
  • მთელ საქართველოში რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით; იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები – მუშაობას განაახლებენ.

15 მარტიდან

  • სპორტული დარბაზები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში დაიწყებენ მუშაობას;
  • სასკოლო წრეები განახლდება;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, მაყურებლის დასწრებით) – 1 აპრილიდან;

1 აპრილიდან 

  • თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით;

მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება.