უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში;
სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:
28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:
შეიზღუდება თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის და ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქტების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრუკად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო ბაღები აჩერებენ მუშაობას;
სათხილამურო კურორტებზე:
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად;
- ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.