შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს წარადგინა, ხვალიდან, 11 მაისიდან ქვეყანა მეორე ეტაპზე გადადის. ამასთან, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეულ სექტორებზე შეზღუდვები დაგეგმილზე სწრაფად მოიხსნება.
შედეგად 11 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:
► სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში და ყველა შეზღუდვა შესვლასა და გასვლაზე უქმდება [ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება];
► გაიხსნება ყველა სახის წარმოება;
► ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს;
► ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები [სრულად];
►კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
► სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
ბიზნესოპერატორებმა თუ სხვა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები, რომელიც თითოეული სექტორისთვის არის შემუშავებული.
ამავე თემაზე: