რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - კალაძე

პუბლიკა

„რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს დედაქალაქში 2017 წლიდან, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას“, – ამის შესახებ თვითმმართველობის მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მან დედაქალაქის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.