პენტაგონის პრესპიკერმა, ჯონ კირბიმ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი.
„რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მოიგონ ეს. ამას ადასტურებს ის შედეგები, რასაც თქვენ ხედავთ ყოველდღე… აბსოლუტურად, მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ“, – განაცხადა კირბიმ
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კიევიდან უკან დაიხია და აქცენტი აღმოსავლეთ რეგიონებზე გადაიტანა, პუტინს თავისი მიზანი კვლავ არ შეუცვლია და მთელი ქვეყნის გაკონტროლება სურს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალის წინ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინის გეგმების გამო ომი შეიძლება დიდხანს არ დასრულდეს.