რა თქვა პროცესზე მოწმემ, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელს ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, შსს-ს თანამშრომელი, ქიმიური ექსპერტი, ალექსანდრე დადიანიძე გამოიკითხა.

როგორც პროცესზე თქვა მოწმემ, მას საკვლევად ჰქონდა ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელი, მათ შორის, კეპი, ქურთუკი, ფეხსაცმელი. ალექსანდრე დადიანიძეს უნდა დაედგინა გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების არსებობის კვალი.

მოწმემ დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა საკვლევი მასალებიდან მხოლოდ გრიგორიადისის მომწვანოქურთუკზემოწმემ ისიც თქვა, რომ კვალი ამოვიდამცირე რაოდენობით“.

ადვოკატებს აინტერესებდათშეიძლებოდა თუ არა, ნავთობპროდუქტების კვალი ქურთუკზე გადასულიყო მაგალითად, დაბინძურებული ჰაერიდან, თუ აუცილებელი იყო, ქურთუკის მეპატრონეს ჰქონოდა პირდაპირი, ფიზიკური შეხება .წ მოლოტოვის კოქტეილთან“. მოწმემ გრიგორიადისის ადვოკატს, ლიკა ბითაძეს (რომელმაც აღნიშნულ საკითხზე რამდენჯერმე ჰკითხა) ნაწილობრივ დაუდასტურა, რომ შესაძლებელია ნავთობპროდუქტების მოხვედრა დაბინძურებული ჰაერიდანაც.

ექსპერტს გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჰკითხა:

რა შემთხვევაში ჩნდება ნავთობპროდუქტების კვალი ტანსაცმელზე? აუცილებელია, ხელში ეჭიროს რაიმე? თუ, ზოგადად, შეიძლება, ჰაერიდან [დაბინძურებული] ავიდეს ქურთუკზე? აუცილებელია, პირის ფიზიკური შეხება დადგინდეს, თუ შესაძლებელია, ჰაერიდანაც გადავიდეს? როდესაც ჰაერია დაბინძურებული“. 

მოწმე: გარკვეულწილად, კი, ბატონო.

ლიკა ბითაძე: ანუ ამ ჰაერიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქურთუკზე ყოფილიყო?

მოწმე: ცოტა იმპროვიზაციაა. მაშინ უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. ჩემი ამოცანა იყო, დამედგინა, რა ნივთიერება იყო ქურთუკზე. ქურთუკზე ამოვიდა [ნავთობპროდუქტების კვალი], რისგან იყო, არ ვიცი.

ლიკა ბითაძე: ის ადგილი ხომ იყო დაბინძურებული?

პროკურორი თამარ იაკობიძე: – საიდან დაადგინა [ლიკა ბითაძემ], რომ დაბინძურებული იყო?

მოსამართლე შარაძე: ამ კაცმა [მოწმემ] რა იცის, დაბინძურებული იყო თუ არა?

ლიკა ბითაძე: მაგას არ ვეკითხები….

მოსამართლე: დაბინძურებულ ტერიტორიაზე ხდებაო, გითხრა [მოწმემ], ესე იგი ხდება.

ლიკა ბითაძე: ესე იგი, რას ნიშნავს, მარტო პირდაპირი კონტაქტი არ უნდა მქონდეს, ხომ? გამცეს პასუხი.

მოსამართლე: გაგცა, გაგცა.

ლიკა ბითაძე: ანუ, ქურთუკზე ნავთობპროდუქტების მოხვედრა დაბინძურებული ტერიტორიიდანაც შეიძლება და არა მარტო პირდაპირი კონტაქტით?

მოწმე: კი, ბატონო.

ლიკა ბითაძე: ამის დაზუსტება მინდოდა თქვენგან.

გრიგორიდისის კიდევ ერთ ადვოკატს აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ქურთუკზე კვალი ამოსულიყო, მაგალითად, მხუთავი აირის ან სხვა პოლიციური ღონისძიების გამოყენების შედეგად?

მოწმე : მხუთავი აირი არის CO. ცრემლმდენი აირი არ შეიცავს სხვა ნივთიერებებს.

მოწმე ექსპერტთან შეკითხვები თავად ბრალდებულსაც ჰქონდა. ლაზარე გრიგორიადისს აინტერესებდა, შესაძლო იყო თუ არა, წყლის ჭავლს გამოეწვია ტერიტორიიდან ნავთობპროდუქტების ტანსაცმელზე მოხვედრა. ექსპერტმა გრიგორიადისს უთხრა, რომ პასუხის გაცემა, დაზუსტებით, გაუჭირდებოდა.

ლაზარე გრიგორიადისი: კერძოდ, კონკრეტულად რა ადგილას აღმოაჩინეთ ნავთობპროდუქტების კვალი?

მოწმე: კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რადგან იმდენად მცირე იყო

ლაზარე: რომელ ქურთუკზე აღმოაჩინეთ? რა ფერის იყო?

მოწმე: მომწვანო იყო

ლაზარე: წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად შეიძლება თუ არა, შეგესხას?

მოწმე: შესაძლებლობით ბევრი რაღაცა შეიძლება

ლაზარე: კონკრეტულად, მაინტერესებს, მაჯაზე იყო?

მოწმე: არა.

ამის შემდეგ, შსს-ს თანამშრომელმა, ექსპერტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ შედეგი, რომელიც ამოვიდა, არის უტყუარი და უეჭველი. 

„მცირე რაოდენობით რადგან ამოვიდა [ნავთობპროდუქტების] კვალი, ესე იგი, სარწმუნოა. უტყუარი და უეჭველი“, – თქვა მოწმემ.

დაცვის მხარის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებისთვის კი აღნიშნული ექსპერტიზის შედეგი სარწმუნო არ არის. მათი თქმით, ნავთობპროდუქტების კვალი შესაძლოა, ნებისმიერი აქციის მონაწილის ტანსაცმელზე აღმოჩენილიყო, რადგან აქციაზე ჰაერი დაბინძურებული იყო.

დღევანდელ პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა დარბაზში შეკრებილ ადამიანებს რვეულში გაკეთებული წარწერა აჩვენა: „თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს“.

ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი, 25 ივლისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.