რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აიღო, შევასრულოთ ბოლომდე”, – აღნიშნა მან.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება ამისთვის მზად არის“, – განაცხადა მან.

პრემიერმა მზაობა გამოთქვა კონსტრუქციული დიალოგისთვის პოლარიზების დასასრულებლად. პრემიერის თქმით, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ოპოზიციამაც.