ამინდი და ვითარება გზებზე — 13 იანვრის მდგომარეობა

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

რაც შეეხება გზებზე ვითარებას 13 იანვრის 12;00 საათის მონაცემებით:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მოძრაობა ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო შეზღუდული.

გარდა ამისა:

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.