რა წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება სრულად ვაქცინირებულთათვის

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და პაკეტები.

„აქაც მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტეტსირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. განიხილება, ასევე, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედებისა იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე, რაც გაზრდილი ვაქცინაციის პირობებში ლოჯისტიკური პრობლემების შექმნას გამორიცხავს.