რაც აქამდე იყო, ტიპი რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის - მაკო გომური

პუბლიკა

მაკო გომური, რომელსაც 20 ივნისის აქციაზე სპეცრაზმელის ტყვიამ თვალი გამოსთხარა, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომით გახარებული არ არის, რადგან ამის მიზეზი არ აქვს.

„არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.

რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ „მათავარის“ სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს”. – წერს გომური.


დღეს, 18 თებარვალს, პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.