„რაც მარიუპოლში ხდება, შესაძლო გენოციდის კვალიფიკაციით ვუყურებ“ - ვენედიქტოვა

პუბლიკა

ოფიციალური უკრაინის  ინფორმაციით, მარიუპოლში 5 000 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 170 000 კვლავ რჩება ალყაში.

27 მარტის მონაცემებით, დაღუპულია, დაახლოებით, 210 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ზუსტი მსხვერპლის დათვლა ვერ ხერხდება.

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ იმას, რაც მარიუპოლში ხდება, შესაძლოა, გენოციდიც ეწოდოს.

მისი თქმით, ქალაქში ადამიანები სასმელი წყლის საკვების და გათბობის გარეშე არიან დარჩენილები, რუსეთის ჯარი კი ანადგურებს ქალაქიდან მიმავალ კოლონებს, სამშობიარო სახლებს…

გენერალურმა პროკურორმა მარიუპოლიდან ბავშვებისა და ზრდასრულების რუსეთში იძულებით დეპორტაციაზეც ისაუბრა. ვენედიქტოვას ინფორმაციით, რუსეთში 2000-ზე მეტი ბავშვია მხოლოდ მარიუპოლიდან დეპორტირებული.