„რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც" - ექსპო ჯორჯიადან მშობლების მარში დაიწყო

პუბლიკა

ექსპო ჯორჯიადან, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანთან მივლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.

„რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ამიტომ ჩვენ ერთიანი ბრძოლით მივაღწევთ იმას, რომ ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქცია დღეს ევროპის მოედანზე გაიმართება – იქ მოქალაქეები სამი ლოკაციიდან მივლენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობები 19:00 საათზე დაიწყება.