რაჭაში 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

რაჭაში, ონიდან 2 კილომეტრში, სოფელ ონჭევში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:02 საათზე მოხდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდა (ML) იყო.