რაჭაში 5 სოფელი ჯერჯერობით სამანქანო გზის გარეშე რჩება

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ რაჭაში უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერ-ჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე.

სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით. 2 სოფელთან – ჯინჭვისთან და გონასთან გუშინ მოხერხდა მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით.

ონის რაიონში სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, იმისათვის, რომ საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი.