რაჭაში, სოფელ შქმერში, სავარაუდოდ, გზა ჩავარდა, რის შედეგადაც „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა.
მომღერლის ცხედარი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხევიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ჯგუფი ადგილზე შეტყობინებისთანავე მივიდა.
„მაშველების მიერ ხევიდან ამოყვანილია პირი, რომლის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხრიდან დაფიქსირდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.