რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, – ინფორმაციას ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მათი დანაყოფები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიემართებიან.
როგორც გამოცემა „საქართველოს ამბები“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, მიწის მასის ქვეშ 16 ადამიანია მოყოლილი, რომელთა შორის 6 ბავშვია. მათი ცნობით, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მეწყერი სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა, ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ პირველ არხს განუცხადა.