რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ადასტურებს. როგორც „პუბლიკას“ განუცხადეს, ჯაფარიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ პირადი განცხადების საფუძველზე პრემიერს უკვე მიმართა.

ჯერჯერობით უცნობია, რის გამო მიიღო არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

29 ივლისს, სტიქიის შედეგად რაჭის 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაზიანდა ხიდები და საავტომობილო გზები. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, რომ დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე.

არჩილ ჯაფარიძე ჯაფარიძე რეგიონის გუბერნატორი 2017 წლიდან იყო.