რადა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს საქმიანობის აკრძალვაზე იმსჯელებს

პუბლიკა

29 მარტს უკრაინის რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ეკლესიისა და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს. კანონპროექტი ავტორი ოქსანა შავჩუკია. ინფორმაციას უკრაინის „რადიო თავისუფლების“ ბიურო ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები რელიგიური თავისუფლების შესახებ კანონში შევა.

ცვლილებები რუსეთის პატრიარქის, ეკლესიის, და იმ რუსული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს, რომლებიც არ არიან უკრაინული ეკლესიის შემადგენლობაში.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 48 საათში მოხდება ეკლესიისა და მისი ხელმძღვანელობის მთელი ქონების ნაციონალიზება. კანონპროექტის მიხედვით, თუ რელიგიური გაერთიანებები და ეკლესიები 14 დღის განმავლობაში უარს იტყვიან რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაზე, მაშინ საეკლესიო ქონება მათვე დარჩებათ. კანონპროექტის მიხედვით, კიევო-პეჩორის, პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.