უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონის მიღებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„კანონი განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ასეთი კავშირები. ასევე დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც უკრაინაში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ამ კავშირებზე თავადვე უნდა თქვან უარი. ამას გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ უფლებამოსილებას იმუშაონ იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებმაც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ან არ მოისურვეს კანონის მოთხოვნების შესრულება”, – განმარტა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.
უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში და უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს 9-თვიანი ვადა ექნებათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად.