საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, თუ რატომ არ ესწრება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას – „დიდება უკრაინას“.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხსნა თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები არ ესწრებიან.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ის „რადიკალიზაციის ნორმალიზებას“ ვერ შეუწყობს ხელს და ამიტომ არ დაესწრება კონფერენციას.
„რაც შეეხება ამ კონფერეციას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ასეთი განხილვა იყოს. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას ამ კონფერენციაში, აქ არის ერთი ასპექტი… ჩვენ ვნახეთ დღეს, მათ შორის კონფერენციის დაწესებისას გაკეთდა კომენტარები, ასევე, ამ კონფერენციის მსვლელობისას, მაგალითად, „ევროპული საქართველოდან“ განცხადება, რომელიც რეჟიმის ცვლილებასა და პარლამენტის დელეგიმიტაციისკენაა მიმართული.
სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში მათ შორის პანელებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პლიტიკური ჯგუფები, რომელიც რადიკალური დღის წესრიგი აქვს. მე აღვნიშნე, რომ რადიკალიზაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის. რა თქმა უნდა, მე პირადად ვერანაირად ვერ წავახალისებ ამ რადიკალიზაციას და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში სადაც წრამოდგენილნი არიან რადიკალური ჯგუფები.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მოხდეს რადიკალიზაციის ნირმალიზება, ისე წარმოჩენა, რომ რადიკალური დღის წესრიგი არის რამენაირად ლეგიტიმური“, – თქვა მან ჟურნალისტებთან.
2022 წლის 5-6 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.
კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალსა და ა.შ.
პანელური დისკუსიების თემებია:
– რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია;
– სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები;
– არეულობა რეგიონში;
– ომის გავლენა ევროპის მომავალზე;
– დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ;
– საით (მიდის) საქართველო?
– საინფორმაციო ომები;
– რუსეთის შემდგომი ნაბიჯები;
– ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატია/კორუფციის საფრთხეები;
– შეერთებული შტატები ამ ყველაფერში?!
კონფერენციის საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან:
- ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტი;
- დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი;
- კარა მაკდონალდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში;
- კურტ ვოლკერი, CEPA, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი;
- გენერალი ბენ ჰოჯესი, აშშ-ის ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური;
- ჰანა ჰოპკო, Democracy in Action, უკრაინა;
- დარია კალენიუკი, უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიცია (Ukraine Anti-Corruption Coalition);
- ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი;
- ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი;
- იან კელი, Northwestern University;
- ვილიამ ტეილორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში;
- ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
- იაშა მუნკი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, მწერალი და მეცნიერი;
- ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის რადის წევრი;
- ჰირო აკიტა, Nikkei, იაპონია;
- ნატალია არნო, Free Russia;
- ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის სეიმი;
- დენიელ ბაერი, Carnegie Endowment for International Piece;
- მიხალ ბარანოვსკი, ვარშავის გერმანიის მარშალის ფონდი;
- ანა ბორშევსკაია, ვაშინგტონის ინსტიტუტი;
- პედრო ბოტა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- კრისტიან კერილი, ვაშინგტონ პოსტი;
- ედვარდ ჩოუ, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, CSIS;
- ჩარლზ დევიდსონი, Global Financial Integrity;
- ჯეიმი ფლაი, რადიო თავისუფლება, RFE/RL;
- მიროსლავა ღონღაძე, ამერიკის ხმა;
- რებეკა ჰარმსი, გერმანელი პოლიტიკოსი;
- ჯონ ჰერბსტი, ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council);
- ბენ ჯუდა, ატლანტიკური საბჭო;
- ბესიკი ქუთათელაძე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- იზაბელ ლასერი, Le Figaro;
- ბობო ლო, CEPA;
- ფრედრიკ ლოდკუისტი, Stockholm Centre for Eastern European Studies;
- ლორა მანდევილი, Le Figaro;
- შტეფან მაისტერი, German Council on Foreign Relations;
- ჰიუგ მინგარელი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი უკრაინაში;
- ჟანა ნემცოვა, ბორის ნემცოვის ფონდი;
- სტივ ნიქსი, IRI;
- ჯეიმს ნიქსი, Chatman House;
- რენდი შეუნემანი, IRI;
- ;ბრაიან ვიტმორი, ატლანტიკური საბჭო
- ლორა თორნტონი, GMF;
- დენ ტვაინინგი, IRI;
- ვლადისლავ გალუშკო, Open Society Foundations;
- ანტონია ჰიჩენსი, მწერალი, The New-Yorker;
- მარეტ კოპლუსი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი (ICDS);
- ანა ნოვოსადი, უკრაინელი აქტივისტი;
- ევა ეეკ-პაჯუსტე, ლენარტ მერის სახელობის კონფერენციის დირექტორი;
- სენდის სრადერსი, ბალტიის თავდაცვის კოლეჯი, ტარტუ;
- ლეა შეუნემანი, ატლანტიკური საბჭო;
- ვიტალი შკლიაროვი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კოლუმნისტი;
სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები და მკვლევრები