რადიო თავისუფლება: აშშ-ის მთავარ პროკურორს ირაკლი რუხაძის შესახებ წერილი მისწერეს

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ წამყვანმა „ტვ იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს ინტერვიუს დროს ჰკითხა ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია აშშ-ის მომავალ გენერალურ პროკურორთან გაგზავნილი წერილის შესახებ, რომლითაც პამელა ბონდს სთხოვენ შეისწავლოს ირაკლი რუხაძის ბიზნესსაქმიანობა.

წამყვანის, ნასტასია არაბულის თქმით, „რადიო თავიუსფლება“ წერილის შინაარსს ანონიმურობის პირობის დაცვით ავრცელებს.

„მეორე წერილი ანონიმურობის პირობის დაცვით გვაქვს, 15 იანვრით არის დათარიღებული და გაგზავნილია აშშ-ის მომავალ გენერალურ პროკურორთან პამელა, იგივე პენ ბონდთან, ეს წერილი არის გაგზავნილი იმ დღეს როცა კონგრესში მისი მოსმენა იმართებოდა.

წერილში, როემლიც ჩვენ გავქვს ნანახი, პამელა ბონდს სთხოვენ, რომ შესწავლოს თქვენი ბიზნესსაქმიანობა, როემლიც თაღლითურად არის მოხსენიებული, აქვე ნათქვამია, რომ თქვენ ხართ აშშ-ის მოქაალქე და ამის გათვალისწინებით გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ აშშ-ის ხაზინის მიერ დასანქცირებულ პირებთან ურთიერთობაში. იცოდით რომ ასეთი წერილი არსებობდა?“,- ჰკითხა ჟურნალისტმა რუხაძეს. 

პასუხად ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ წერილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ თითქმის დარწმუნებულია ვინაა წერილის ავტორი, თუმცა მას არ დაასახელებს.

„არ ვიცოდი [წერილის შესახებ], მაგრამ დარწმუნებული ვარ ვიცი ვინ დაწერა, იმიტომ რომ დამემუქრა, ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ 100%-იანი ვერ გეტყვით… მაგრამ დამემუქრა, დაახლოებით 2 დღით ადრე, რომ მეო მივწერო ვიღაცას, ვკამათობდით ამ თემაზე, მე ვუთხარი რომ მე ჩემი აზრი შეიძლება მქონდეს, შენო აშშ-ის მოქაალაქე ხარო, ისიც აშშ-ის მოქალქეა და შენ შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარო, ანუ აშშ-ის წინააღმდეგ მიდიხარო და მე ვუთხარი რასაც ვლაპარაკობ ეს არის ჩემი აზრი, მე მივწერო წერილს პროკურორსო, არ ვიცი იმან მიწერა თუ არა თორე ვიტყოდი გვარს“,- უპასუხა შეკითხვაზე რუხაძემ.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, აღნიშნულ წერილში „ტვ იმედის“ შესახებ ნათქვამია, რომ ტელევიზია „რეგულარულად გადასცემს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის შურაცხმყოფელი თემებით და ადანაშაულებს შეერთებულ შტატებს მთელი მსოფლიოს პრობლემებში. ჟურნალისტმა რუხაძეს ჰკითხა ასახავს თუ არა ეს „იმედის“ საქმიანობას?

„არ ასახავს“ – უპასუხა ირაკლი რუხაძემ და თქვა, რომ მას ძალიან უყვარს ამერიკა, ძალიან უყვარს ევროპა და მასზე „მეტად ვერავინ ვერ იხეირებს საქართველო, რომ ევროკავშირში შევიდეს.“

„რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

„რადიო თავისუფლება” კარგად ინფორმურებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წერილი 2025 წლის 9 იანვარს გაიგზავნა და მასში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი – ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

„რადიო თავისუფლების” თანახმად,  წერილში მოთხოვნილია ჩამოთვლილი ადამიანების სანქცირება, მათ შორისაა ირაკლი რუხაძე.