აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 9 თებერვალს სომხეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, ვენსი სომხეთში ერთდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.
იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევასა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას ხელი შეუწყოს.
„ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, გავაფორმებთ უმშვენიერეს შეთანხმებას მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ სომხეთთან, დავდებთ გარიგებებს ჩვენი დიდი ნახევარგამტარების მწარმოებელი სექტორითვის და აზერბაიჯანს ამერიკაში წარმოებულ თავდაცვით აღჭურვილობას მივყიდით, როგორიცაა სხეულის დამცავი ჟილეტები და ნავები და სხვა“,- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
TRIPP სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი აშშ-ში 2025 წლის 8 აგვისტოს მოაწერეს.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ. ნახჭევანი თურქეთს ესაზღვრება.
დერეფანმა აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. აშშ-მა მიიღო უფლება, განავითაროს დერეფანი აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის.