CNN-ის ინფორმაციით, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა, თუმცა მალევე, CNN-მა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადავიდა, გამშვები პუნქტი დაიკეტა.
Our first humanitarian aid convoy from Egypt entered Gaza through the Rafah crossing ????✌️❤️?
10:10 AM
21.Oct pic.twitter.com/U7FKcsgdni— أحمدصالحAhmd Saleh (@iahmedsalih) October 21, 2023
19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. თავდაპირველად განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით კი ეგვიპტემაც დაადასტურა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო.