რაგბის ცნობილი კომენტატორი და სპეციალისტი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

სპორტული მედიის ინფორმაციით, რაგბის ცნობილი ქართველი კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა.

ზაალ გიგინეიშვილს, რომელიც თავად იყო ვეტერანი მორაგბე, წლების განმავლობაში მიჰყავდა სარაგბო მატჩები. მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული რაგბის მატიანე“, თარგმნა არაერთი სპორტული ტერმინი. იყო რაგბის მიმოხილველი და მუშაობდა საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

ზაალ გიგინეიშვილი 1961 წელს დაიბადა. „დედა ენის“ 40 წლის იუბილეზე, 2018 წელს ის საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ქართული ენის განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.