რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა, კანდიდატი მხოლოდ ის იყო

პუბლიკა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა.

პრეზიდენტობის შესარჩევ კონკურსში ის მარტო მონაწილეობდა.

რაგბის კავშირი წერს, რომ 2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, კაჭარავამ მიიღო 57 ხმა 58-დან.

თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა. ტყემალაძე, თავის მხრივ, 2021 წელს დაძაბულობის ფონზე აირჩიეს.

დავით კაჭარავა „ქართული ოცნების” დანაყოფის, „ხალხის ძალის” წევრია. მან მხარი დაუჭირა როგორც აგენტების კანონს, ისე სხვა რუსულ და რეპრესიულ კანონებს.