საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები 12 საათზე დაიწყო. არჩევნებზე დარეგისტრირებულია ერთი კანდიდატი – სოსო ტყემალაძე. მის კანდიდატურას აპროტესტებენ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები. ისინი შეკრებილები არიან „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „ექსპო ჯორჯიასთან“ მობილიზებულია პოლიციაც.
რამდენიმე წუთის წინ „ექსპო ჯორჯიასთან“ დაპირისპირება მოხდა. არეულობა რაგბის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის, სოსო ტყემალაძის მისვლას მოჰყვა. ადგილზე შეკრებილები მასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.