რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

პუბლიკა

საქართველოს რაგბის კავშირში სროლა იყო და დაჭრილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ რაგბის კავშირში დაუდასტურეს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

რაგბის კავშირში ამბობენ, რომ მოხდა ინციდენტი, რის შესახებაც ინფორმირებულია სამართალდაცავი უწყება და მიმდინარეობს გამოძიება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.