გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გუშინ თბილისისკენ მიმავალ ზოლზე, ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის შეფერხება და საცობი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.
კერძოდ, მათი განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება და მოძრაობა ორივე ზოლზე გაიხსნება
„მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანდა კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა.
გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოები დასრულება არ შეესაბამება სინამდვილეს”, – აღნიშნავენ დეპარტამენტში.
გზების დეპარტამენტის ცნობით, გუშინ ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება.