ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის თეორიტიკოსი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა.
ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1977 წლიდან ასწავლიდა. იყო არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2020 წელს კრებულისთვის „პოეტიკური ჩანაწერები“ გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული, წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციაში.