რამდენი კლინიკა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაა ჩართული კოვიდის მკურნალობაში | ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში მობილიზებულია 4 392 საწოლი.

მისი ინფორმაციით, თბილისში დამატებით 4 კლინიკა ჩაერთვება კოვიდის მკურნალობაში, შიდა ქართლში დღეიდან – 3 დამატებითი კლინიკა,  იმერეთში – 3, კერძოდ ქუთაისში კი 2 დამატებითი კლინიკა.

„აქედან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. ასევე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს და გამომდინარე იქიდან, რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით, პაციენტებიც ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმროებში გადასვლაზე, მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს სივრცეში მობილიზებული არიან ექიმები/ექთნები და ისინი პაციენტზე მეთვალყურეობას გააგრძელებენ ისე, როგორც კლინიკებში. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი ერთ ჰოსპიტალზე და ეს სასტუმრო იქნება ამ კლინიკის პერსონალის წარმომადგენლობთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სახლში მკურნალობას გადის 6 544 ადამიანი ადამიანი.

„აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება არის, დღემდე არსებული 17 კლინიკისა თბილისში, დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა და დღეს თბილისის მასშტაბით ყველა ეს კლინიკა ჩართულია პაციენტების მართვაში და თავისი უბნის ექიმების მიმართებაში დაფარული არის 780 000 თბილისის მოქალაქე.

კვირის ბოლომდე ყველა პირველადი ჯანდაცვის ობიექტი თბილისის და რეგიონებისაც იქნებიან ჩართულები ამ პროგრამაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.