რამდენი ლარით დაეხმარებიან 65-დან 100 ათასი ქულის მქონე სოციალურად დაუცველებს

პუბლიკა

დღეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სოციალური დახმარება მოდელის პრეზენტაცია გამართა. მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური დახმარებებისთვის და მიზნობრივი პაკეტებისთვის გამოყოფილია მილიარდ ლარზე მეტი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე იმ მოქალაქეების დახმარების პაკეტზე ისაუბრა, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 ათასიდან 100 ათასი ქულა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე 70 ათასი ოჯახი  – 190 ათასი პირი არის რომელსაც აქვს ქულა მინიჭებული 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით, ისინი არ არიან მიმღებები სოციალური დახმარებისა, იმიტომ რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებები არიან 0-დან 65 ათასამდე ქულის მქონე ადამიანები, შესაბამისად ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველები მიიღბენ შემდეგი სახის დახმარებებს:

ერთსულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, ორსულიან ოჯახზე 90 ლარის ოდენობით, სამსულიან ოჯახზე 105 ლარის ოდენობით, ოთხსულიან ოჯახზე – 140 ლარი, ხუთსულიან ოჯახზე – 175 ლარი, ექვსულიან ოჯახზე 210 ლარი, შვიდსულიან ოჯახზე 245 ლარი.

„ საშუალოდ 600 ლარი იქნებ გამოყოფილი თითოეულ ოჯახზე თუმცა, უმრავლესობა ოჯახებზე გაცილებით მეტი. ამ ადამიანებს და ბენეფიციარებს არავითარი დამატებითი საბუთრების წარდგენა არ სჭირდებათ, მათ არავითარი დამატებითი დასაბუთებები არ დასჭირდებათ, მათ დაერიცხებათ აღნიშნული დანამატი იმ სოციალურ დახმარებასთან ერთად და იმ სოციალურ გადაცემებთან ერთად რომლებსაც ისინი იღებენ“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც აქვთ 100 ათასი ქულა და ნაკლები, რომელბსაც ჰყავთ 3 და მეტი ბავშვი, ამ ოჯახებსაც არ დასჭირდებათ დამატებითი საბუთების წარდგენა, იმიტომ რომ ისინი ავტომატურად მიიღებენ აღნიშნულ დახმარებებს 6 თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით, თითო ოჯახზე. სულ ასეთი ოჯახი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული 21 ათასი.