რამდენი სწრაფი ტესტი ჩამოვიდა საქართველოში და ვისთვისაა განკუთვნილი – მინისტრის განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მარნეულში იმყოფებოდა. მარნეულის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მინისტრის თქმით, როგორც დაგეგმილი იყო, სწრაფი ტესტების პირველი პარტია დღეს ჩამოვიდა. ტიკარაძის თქმით, პირველ ეტაპზე 1000 სწრაფი ტესტია და ის მხოლოდ მარნეულში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

„ეს სწრაფი ტესტები გახლავთ იმ ტესტების მსგავსი, რომლებიც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, მაგრამ მათი დრო 6 საათის ნაცვლად  შემცირებულია საათ-ნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვის.

სულ 1000 ტესტია ამ ეტაპზე ჩამოსული. ველოდებით 3 000 ტესტს კვირის ბოლოს, მერე კიდევ 5 000-სს. სულ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული 200 000 სწრაფ ტესტზე. თქვენ იცით, რომ დეფიციტია მსოფლიოში სწრაფ ტესტებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ხელშეკრულების გაფორმება ამ რაოდენობაზე. ეს 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულში მყოფი პაციენტებისთვის. მაღალი რისკია და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გაკეთდება მარნეულში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.