რამდენიმე ადამიანის თქმით, ღამით უცხო პირები მათ და მათი ოჯახის წევრებს დახვდნენ და „მიაკითხეს"

პუბლიკა

რამდენიმე ადამიანის თქმით, ღამით უცხო პირებმა მათ და მათ ოჯახის წევრებს დახვდნენ და „მიაკითხეს”.

მოძრაობა „ნაბიჯის” აქტივისტის, დავით სეხნიაშვილის ინფორმაციით, მასთან სახლში 3 ნიღბიანი მივიდა. დედამ მათ კარი არ გაუღო.

„ამ წუთას სახლში მომივარდა სამი ნიღბიანი მუტრუკი ჩემი შვილის საცემად! კარი არ გავაღე, გვაგინეს, დაგვემუქრნენ და წავიდნენ”. – დაწერა დავითის დედამ, მარინა სეხნიაშვილმა ფეისბუქზე დაახლოებით 03:00 საათზე.

რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დაწერა, რომ „ტიტუშკები დააგდნენ“.

„მირეკავდნენ და სახლთან უცხო მანქანა დამხვდა. ტაქსი არ გავაჩერე, წავედი და დავურეკე მეგობრებს. ექვსნი მივბრუნდით და არც გადმოსულან მანქანიდან. მარტო სიარულს ერიდეთ, ერთად ფეხებს ვერ მოგვჭამენ“.

მოძრაონადაფიონის” წევრმა, ლუკა ნაცვლიშვილმა დაახლოებით იმავე დროს თქვა:

„ეზოში შემომივარდა ვიღაცა გასიებული ნაბიჭვარი პირბადით, ლუკა ხარო? კი-მეთქი და გინება დაიწყო. ჩემი ძმა 3 საათზე მეტია გაუჩინარებულია”.

11 მაისის დილას ლუკამ ინფორმაცია განაახლა და მიუთითა, რომ „მისი ძმა კონტაქტზე გამოვიდა”. თუმცა, დეტალები არ დაუზისტებია.

მოძრაობა „ახალის” წევრმა, ნიკუშა ფარულავამ ასევე დაწერა, რომ მის სახლშიც ღამის 3 საათზე მივიდნენ:

„ღამის 3 საათზე სახლში მივიდნენ, სადაც ჩემი და დედაჩემი არიან მარტო, დარეკეს დამაფონზე და სამშობლოს არევაზე დაიწყეს საუბარი.

ვიცი, ამასაც ნახავთ, ჰოდა, ჯერ იმ კაცის, იმ ქართველის დედა მოვ**ან, ოჯახს რომ აწიოკებს და მერე, იმ ქართველს რა ვუთხარი, მსგავსს რომ გაგიტარებთ. მე კი არა, თქვენ იყავით ფრთხილად. ამ სისტემას გადავტეხავთ”.

ასევე, სახლში მივიდნენ „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებთან: თინათინ ბოლოკააძესთან და როკო მწყერაშვილთან.

„სახლის დამაფონზე დაურეკეს, როკოს დედამ უპასუხა და “ როკო გვინდა, ახალგაზრდებს რომ რყვნისო”. – დაწერა პარტიის პრესსამსხურის წარმომადგენელმა, ანა ყურაშვილმა.