რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ დინამოსთან მატჩი გადაიდო - ტორპედო

პუბლიკა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დინამოსთან დაგეგმილი მატჩი გადაიდო.

„28 ოქტომბერს „ტორპედოსა“ და „დინამოს“ შორის გასამართი ქართული დერბი გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

ვადასტურებთ, რომ ტორპედოში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე გადაიდო „ტორპედოსა“ და „დინამო ბათუმის“ შეხვედრაც – ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება“, – წერია კლუბის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.