რამდენიმე დღეში უკვე დაიწყება რეგისტრაცია „ფაიზერის“ მეორე დოზებზე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალის, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი.

„55 წლის ზემოთ მოსახლეობას მოვუწოდებთ, უფრო აქტიურად აიცრან. ამისთვის დღეს საღამოს 9 საათზე გაიხსნება ჯავშნის ფანჯარა. მოგეხსენებათ, ყველა ადგილი 30 აპრილამდე თითქმის დაჯავშნილია. ამიტომ 4 მაისიდან, ანუ აღდგომის შემდგომ ერთი კვირის განმავლობაში „ასტრაზენეკაზე“ ჯავშნების საშუალება იქნება.

მინდა, მოსახლოებამ იცოდეს, რომ ხვალიდან რამდენიმე კლინიკაში, სადაც მზარდია მოთხოვნა, დაემატება ამცრელი კაბინეტები და ახალი კლინიკები. თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრები იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში ასევე დაიწყება რეგისტრაცია მეორე დოზით აცრისთვის.

„დაახლოებით ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, ეს გეცნობებათ. გამოცხადდება ასევე ჩაწერა მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ მეორე დოზებზე. ანუ ვინც პირველი გაიკეთა, სამი კვირის ინტერვალით კეთდება მეორე დოზა. მოსახლეობას ეცოდინება, რომ ისევ იმ დაწესებულებაში უნდა დაჯავშნოს ადგილი, რომელშიც პირველი დოზა გაიკეთა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.