რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო

პუბლიკა

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.1569 ლარი გახდა.

დღეს მოქმედი კურსი 3.0791 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0778 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8372 ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი 3.7276 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1096 ლარი შეადგინა.

შეგახსენებეთ, რომ ბოლო ერტ კვირის განმავლობაში ლარის კურსი ყოველდღიურად მყარდებოდა.