რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგად ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა - პრემიერი

პუბლიკა

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო 2 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა. მინდა, აღვნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგი არის ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრატქიკულად გაორმაგება ინფიცირების შემთხვევების“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ეს იქნება ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, გარდაიცვალა 26 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52%.