რას ამბობს რუსეთის საგარეოს წარმომადგენელი საქართველოსთან პირდაპირი ფრენის აღდგენაზე

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი, დენის გონჩარი ამბობს, რომ არ გამორიცხავენ, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენის განახლებასა და ვიზალიბერალიზაციაზე, აუცილებელი წინაპირობების ჩამოყალიბების შემთხვევაში. ამის შესახებ მან სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა.

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება – კარგად ცნობილია თბილისში არსებული პირობები, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას”, – თქვა გონჩარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორნიშნა ციფრამდე სწორედ რუსეთიდან შემავალი ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით გაიზარდა.