რას ამბობს ზურაბ აბაშიძე რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე

პუბლიკა

ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინი რუსულ სამთავრობო მედიას საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე ესაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსენება.

„პუბლიკა“ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე ცენტრის გახსნაზე მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა კარასინმა და აღნიშნა, რომ თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრს კომერციულ საწყისებზე სურს რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა.  ამ ცენტრის გახსნის თარიღი და სხვა დეტალები შეხვედრაზე, აბაშიძის თქმით, არ განუხილავთ.

„ჩვენი შეხვედრის დროს მან გააკეთა მოკლე კომენტარი იმის თაობაზე, (გთხოვთ ზუსტად ჩაიწეროთ,) რომ რუსეთის სავიზო ცენტრი, რომელიც თბილისში ორი წელია, გახსნილია და გასცემს ვიზებს რუსეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის,  ამ ცენტრს აქვს სურვილი, გახსნას რუსული ენის კურსები, კომერციულ საწყისებზე. მე ვუთხარი, რომ კარგი, დავბრუნდები თბილისში და გავერკვევი, რა არის.  დეტალები არ განხილულა. მოვისმინე მოკლე კომენტარი, რომ რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა უნდათ ამ ცენტრში, კომერციულ საკითხებზე. მე ვუთხარი რომ ჩავალ თბილისში და შევეცდები გავერკვიო“.