„რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს? არ წამიკითხავს" - სეფაშვილი

პუბლიკა

შარშანდელი რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი და ხალხის ძალის წევრი, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ რუსეთში მოქმედი კანონი არ წაუკითხავს და არც წაიკითხავს. ამის ნაცვლად, ის ამტკიცებს, რომ წელს „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული პროექტი იზიარებს „ევროდირექტივების სულისკვეთებას”.

„ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, ვერცერთი ფაქტი, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი რაც გვესმის, ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარგადასული დემაგოგია. მთელი ორი დღეა ინტენსიურად ისმის არა რუსულ კანონს”. დიახ, არა რუსულ კანონს. ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს, ეს კარგად შეიგნეთ და კარგად დაიმახსოვრეთ. და ბოლო-ბოლო, წაიკითხეთ ის ჩვენი ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რა წერია და კარგად გაიაზრეთ. რომ დაგიჭერიათ ხელში ეს რუსული კანონი, 27 გვერდია, წაკითხვა მაინც არ გეზარებათ? იზეპირებთ, კითხულობთ, რაღაც ამონაწერები გააკეთეთ.

რას კითხულობთ ამ რუსულ კანონს? წაიკითხეთ ევროდირექტივა, თუ მაინცდამაინც, გინდათ, რომ ვიღაცას შეედაროთ. ევროდირექტივა განიხილეთ, როგორ ეთანხმება ჩვენი კანონის სულისკვეთებას როგორ ასახავს, როგორი ევროპულია. რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს? რუსული კანონის იქით ვერაფერს ვერ კითხულობთ? არ წამიკითხავს რუსული კანონი და არც წავიკითხავ, იმიტომ, რომ არანაირად არ მაინტერესებს”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.