რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებს | გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩინური ვაქცინის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუ ჩინურმა ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (ჯანმო) ვერ მიიღო ავტორიზაცია, გაბუნიამ განცხადა, რომ „თეორიულად ყველაფერი დასაშვებია“, თუმცა ფიქრობს, რომ „სინოფარმი“ აუცილებლად მიიღებს თვის ბოლოს ჯანმოს ავტორიზაციას.

„ჩინური ვაქცინა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. სინოფარმის გამოყენების სრული სამრთლებრივი პირობა დღესაც აქვს ქვეყანას. არანაირი შემზღუდავი მექანიზმი არ არსებობს. უნგრეთის მარეგულირებელმა, რომელიც ერთ-ერთი მკაცი მარეგულირებელია, საფუძვლიანი შეფასება ჩაატარა წარმოების პროცესის და GMP სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძველზე გასცა დაშვება. მხოლოდ უნგრეთმა გასცა.

სხვა ქვეყნებში მკაცრი მარეგულირებიდან არავის გაუცია ავტორიზაცია, თუმცა სინოფარმის გამოყენება ხდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საიმიროები. ჯანმომ უკვე აქამდეც მისცა დადებით შეფასება სინოფარმს და ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიური კონსულტაცია გვქონდა ჯანმოსთან. სინოფარმი ამ თვის ბოლოს მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მიიღებს.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე როდის დაიწყება ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია რადგან მსურველი ბევრია, გაბუნიამ უპასუხა, რომ საყოველთაო ვაქცინაციისთვის ვაქცინების შესაბამისი რაოდენობაა საჭირო.

„საყოველთაო ვაქცინაციას სჭირდება ვაქცინების ის რაოდენობა, რომ ჩვენ ფართოთ გავშალოთ ყველა ჯგუფში ვაქცინაცია. ახალ ამბავს არ ვიტყვი ალბათ, რომ გლობალურად დიდი დეფიციტია ვაქცინების და საქართველო იღებს იმ რაოდენობა ვაქცინების რაც კოვაქსის პლატფორმით მოიპოვა. ამის გარდა სხვა მომწოდებლებთან მიდის მოლაპარაკებები მაგრამ ჩვენთან ერთად სხვა ქვეყნებიც ცდილობენ თავისი დოზების მოპოვებას“. – განაცდახადა გაბუნიამ.