როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.
ამის შემდეგ რას ითვალისწინებს კონსტიტუცია? – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პროცედურებს განმარტავს.
1. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;
2. პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებულ კაბინეტს. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა;
3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია კიდევ ერთ 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.
3. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკია პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
რატომ გადადგა გახარია
როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი. იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლის აზრს, ამასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან”, – განაცხადა გახარიამ.