როთი EU-ის ლიდერებს: რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავში რომ ჩაჯდეთ და თბილისში ჩაფრინდეთ

პუბლიკა

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ევროკავშირის ლიდერებს – ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.

„რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს. ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა. ხალხი იქ დემონსტრაციებს არა დამატებითი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ?“, – წერს მიხაილ როთი.