რას შვებით ზუგდიდში, ექიმ კაცს დამდევთ, სუსი დამიყენეთ - ანზორ მელია

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თბილისში,  თავისუფლების მოედანზე,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ექიმი ანზორ მელია. მისი თქმით, ქართველი ხალხი მალე გაიმარჯვებს.

„ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვებთ აუცილებლად, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა უფლება არა გვაქვს. ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო?! მათ შორის მეც, და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ, რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე, ვინ გყავს პარლამენტში, ვინ გყავს მთავრობაში…

ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ იმ კლოუნადას, შურს, ზიზღს და ურთიერთარგატანას, სახელმწიფოს ავაყვავებთ, როდესაც თქვენ წახვალთ.

რას შვებით ზუგდიდში, ექიმ კაცს დასდევთ, სუსი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხთ. იმიტომ, რომ მიყვარხართ, მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, – განაცხადა ანზორ მელიამ.