რას ყვება ანი გაბეჩავა წვეულების ღამის შესახებ

პუბლიკა

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, ანი გაბეჩავა, ვისი დაბადების დღეზეც მოეწყო წვეულება ჟურნალისტ ელისო კილაძეს დაუკავშირდა და ფეისბუქის მეშვეობით მოუთხო თუ როგორ განვითარდა 19 ივნისის ღამის მოვლენები, მისი თვალით.

ელისო კილაძემ გაბეჩავასთან მიმოწერა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში გამოაქვეყნა. როგორც ჟურნალისტებისგან ვიგებთ, მათ ანი გაბეჩავასგან ამის ნებართვა აიღეს. და იგი მიმოწერის გასაჯაროებაზე თანახმაა.

გაბეჩავას მონათხრობის მიხედვით, ის კარგად არ იცნობდა გიორგი შაქარაშვილს, სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, იგი მისი მეგობრების მეგობარი იყო.

როგორც გაბეჩავა ამბობს, აგრეთვე არ იცნობდა ვახტანგ ჩიქოვანს, რომელმაც წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისში დახმარებისთვის დარეკა.

მისი აზრით არც ჩიქოვანი და შაქარაშვილი იცნობდნენ ერთმანეთს და პირველად წვეულებაზე შეხვდნენ.

მისი თქმით, არ დაუნახავს, არ იცის ჩხუბის მიზეზი.

მისი მონაყოლის მიხედვით მან სახლიდან გაუშვა დაპირიპირებული მხარეები. როდესაც სახლში შებრუნდა ის აღელებული იყო და ტიროდა. მას მეგობრები ამშვიდებენ. შემდეგ გეგმავენ რომ ამ სახლიდან წავიდნენ, ამ დროისთვის სახლში იმყოფება გიორგი შაქარაშვილიც.

ანის მეგობრებმა მოილაპარაკეს, რომ ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე, ლისზე ასულიყვნენ. მას არ სურს მაგრამ მეგობრებს თანხმდება.

აგარაკიდან მიდიან დანარჩენებიც,  რჩებიან მისი ერთი მეგობარი და მისი შეყვარებული, რომლებიც აგარაკის პატრონს გასაღებს აბარებენ.

ანი რამდენიმე მეგობართან ერთად უკვე ლისზეა, როდესაც ერთერთს ურეკავს საქმის ერთერთი ფიგურანტი ახვლედიანი და ამგვარად იგებენ რომ იქ, მცხეთასი,  ჩხუბი მოხდა.

ანი და მისი მეგობრები აღარ ლისზე არ რჩებიან, და მოდიან, მათ ხვდება აგარაკიდან წამოსული კიდევ ერთი ჯგუფი, რომელთა შორის ანის ნათესავები, ადეიშვილები.

დაახლოებით ერთი საათი ჩერდებიან ლისის ტბის ტერიტორიაზე, რა დროსაც ტელეფონებით ცდილობენ გაარკვიონ მცხეთაში მომხდარი ჩხუბის ამბავი.

ადეიშვილებმა ანის შესთავაზეს მათთან თემქაზე სტუმრობა, მეგობრებთან ერთად. ისინი გადანაწილდნენ ორ მანქანაში და გაემართნენ თემქისკენ, რა დროსაც დაინახეს იაკობ ბრეგვაძე, ფოტოგრაფი, რომელიც ავტოსტოპით ცდილობდა სადღაც, სავარაუდოდ, სახლში წასვლას.

(გაბეჩავა ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და წვეულებაზე მანვე დაპატიჟა, იქ ის გვიან მივიდა, მალევე არეულობა დაიწყო და, სავარაუდოდ,  სწორედ ამიტომ არ აქვს გადარებული ფოტოები).

იაკობი უყვება ანის და მეგობრებს, რომ შეესწრო ჩხუბს, რა დროსაც დაიმალა, დარეკა 112-ში და მათ წამოიყვანეს თბილისამდე, შემდეგ კი ლისზე მათთან შესახვედრად ამოსვლა გადაწყვიტა.

შემდეგ მეგობრები მიდიან თემქაზე, რა დროსაც იგებენ, რომ გიორგი საქარაშვილი არ გამოჩენილა, ტელეფონი არ ჰქონია და ვერ უკავშირდებოდნენ.

ანი ყვება, რომ თემქაზე საქეიფოდ არ ასულან, საჭმელიც კი არ ჰქონდათ წაღებული. ის ცდილობდა კლასელებთან დაკავშირებას. ვისთანაც შეეძლო.

ვინაიდან შაქარაშვილს ტელეფონი არ ჰქონდა, ეგონათ რომ სახლში იქნებოდა, ან გზაში. ის რომ სახლში არ მისულა, გაიგო დილით. ვინ დაურეკა არ ახსოვს. მერე უკვე პოლიცია დაუკავშირდა.

ანი გაბეჩავას დედა საქართველოში არ იმყოფება, ის ემიგრანტია, მამას კი  მონათხრობის მიხედვით, არ მოუყვა ღამით ჩხუბის შესახებ, რათა მას არ ენერვიულა.