რას ყვება ვანო მერაბიშვილი ე.წ. „ორი გვამის მოთხოვნაზე“

პუბლიკა

„მინდა ამ თემას შევეხო. რა თქმა უნდა, ეს არის კონტექსტიდან ამოღებული ფრაზა. ესაა შემთხვევა, როდესაც მოხდა ამბოხება. გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის ორი  წარმომადგენელი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად, მეამბოხეებმა გაქცევის წინ მოიცილეს. მე გავეცი დავალება, რომ ეპოვნათ მტკიცებულება. ხელისუფლემაბ ეს სათავისოდ გამოიყენა, მე ვიყავი საკანში და არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება”. –  თქვა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. ორ გვამთან დაკავშირებულ ეპიზოდზე გადაცემა „ღამის მთავარში”.

ე.წ.  „ორი გვამის“ ვიდეო „მუხროვანის სპეცოპერაციისთვის“ მზადების პროცესშია გადაღებული. მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაცია 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა.

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.