რასაც მივაღწიეთ, ჩვენ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად მივაღწიეთ - გიორგი გახარია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრდის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის გამო აქცია/კონცერტი იმართება. აქციაზე „ქართლი ოცნებამ“ რეგიონებიდან ადამიანები ჩამოიყვანა. აქციაზე არიან სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები.

აქციაზე მისულებს სიტყვით მიმართა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

„მადლობა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს და პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო.

დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლებში, მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ეკონომიკურ კონტექსტში ევროპასთან. ჩვენ მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით და იმით, რაც გველის წინ. ეს ყველაფერი, რაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

ევროპა საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალია. არის ბევრი ძალა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. უსამართლობაა, რომ ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა კეთილი სურვილებით საუკუპაციო ხაზი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ და გამარჯვება იქნება საბოლოო ევროპის ფარგლებში”, – მიმართა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს გიორგი გახარიამ.