პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისია.
„რასაც ვაკვირდებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი. ეს არის ძალიან კარგი პროცესი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რასაც ქართული საზოგადოება ელოდება უკვე წლების განმავლობაში.
უკვე ორი ათწლეულია, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას მოსვენებას არ აძლევს. ყველაზე მძიმე შედეგი არის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც არის მთავარი ბოროტება, რაც ჩაიდინა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმმა. თუმცა ამის მიღმა იყო ძალიან მძიმე დანაშუალები ასევე: ადამიანების წამება, ბიზნესების წართმევა და ა.შ. უმთარავი დანაშაული. ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ამ პოლიტიკურ ძალასთან. ქართულ დემოკრატიას სჭირდება ის, რომ ეს პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკაში დამთავრდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა.