რასაც ვუყურებ, ცოტა მოეშვა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში... - გამყრელიძე

პუბლიკა

„რასაც ვუყურებ, ცოტა მოეშვა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, მანქანით თუ ფეხით, იმართება თავყრილობები“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ის ამბობს, რომ ქვეყანა ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზეა და თუ რეკომენდაციებს არ დავემორჩილებით, შესაძლოა, იტალიისა და ესპანეთის მსგავსი სცენარი მივიღოთ.

„მომდევნო ოთხი კვირა ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ამის თქმა მიჭირს, მაგრამ უნდა დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა მომდევნო 4 კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარებისა.

ამიტომ გეუბნებით ყველას, დავიცვათ ის წესები. რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. უნდა გავიჭირვოთ ეს ორი თვე“, – ამბობს გამყრელიძე.