არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს, დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.

სამართალდამცველებმა გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.